რომის პაპი პარიზის ტრაგიკულ მოვლენებს გამოეხმაურა. საგანგებო მესა მან ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძარში აღავლინა. ფრანცისკ პირველმა დაღუპულთა ოჯახებსა და საფრანგეთის ხელისუფლებას თანაგრძნობა გამოუცხადა და ტრაგედიის მსხვერპლთა სულებისთვის ილოცა.
"მინდა დიდი მწუხარება გამოვთქვა იმ ტერორისტული თავდასხმების გამო, რამაც ამდენი უდანაშაულო ადამიანი შეიწირა. თანაგრძნობას ვუცხადებ პრეზიდენტ ოლანდს და დაღუპულთა ოჯახებს. ასეთი ბარბაროსობა კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო. ძალადობა და ზიზღი კაცობრიობის პრობლემებს ვერ გადაჭრის, მით უმეტეს, შემზარავი და მიუღებელია, როდესაც ასეთ სისასტიკეს ღვთის სახელით ჩადიან,"-განაცხადა პონტიფიკოსმა.