დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა. ვლადიმერ პუტინი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოგანს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მანამდე კრემლის ლიდერმა მოლაპარაკება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ კრისტინა ლაგარდთან, იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბესა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან გამართა. დიდი ოცეულის სამიტი ანტალიაში სამუშაო სადილით დაიწყო, რომელიც ნაცვლად დაგეგმილი საათნახევრისა, 3 საათს გაგრძელდა. მანამდე სამიტის მონაწილეებმა პარიზის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.