ტრაგიკული მოვლენებიდან 2 დღის შემდეგ საფრანგეთმა ისლამისტთა პოზიციების დაბომბვა განაახლა. გვიან ღამით ფრანგულმა ავიაგამანადგურებლებმა სირიაში ქალაქ რაკას რამდენიმე რაიონი დაბომბეს, რომლებიც დღემდე ისლამისტთა მთავარ პლაცდარმს წარმოადგენს. ოპერაციაში მონაწილეობას 9 მოიერიშე თვითმფრინავი იღებდა. წერტილოვანი დარტყმები ისლამისტთა სამეთაურო პუნქტზე, საწვრთნელ ბაზასა და იარაღის საწყობებზე განხორციელდა. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.