საქართველოს საპატრულო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი გრიგალაშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. მას პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა მისცა.
საქართველოს საპატრულო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი გრიგალაშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
„თქვენ აჩვენეთ საქართველოს სამართალდამცავი სისტემის რეფორმის შედეგი საქართველოში და უნდა აჩვენოთ შედეგი უკრაინაშიც. თქვენი პროფესიონალიზმისა და პატიოსნების იმედი მაქვს“, - განუცხადა გრიგალაშვილს პოროშენკომ.
გრიგალაშვილის უწყების მთავარი ამოცანა პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის, კორუფციის გამოვლენაა.