გერმანია საფრანგეთს ტერაქტების გამოძიებაში დაეხმარება. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისივე თქმით, ბერლინი პარიზთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ტერაქტების ორგანიზატორები გამოავლინოს. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ევროპული ღირებულებები დავიცვათ. ჩვენს თავისუფლებაზე თავდასხმა არამხოლოდ პარიზის, არამედ ყველა ჩვენგანის წინააღმდეგაა მიმართული,“-აღნიშნა მერკელმა.