ლიბანის ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობას რადიკალური დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” იღებს. მასშტაბური ტერორისტული აქტები ქვეყნის დედაქალაქ ბეირუთში განხორციელდა. ბურჯ-ალ-ბარაჟნეს რაიონში თავი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა, რასაც 43 ადამიანი ემსხვერპლა, 200-მდე კი დაშავდა. მომხდარის გამო ლიბანის ხელისუფლებამ ქვეყანაში საყოველთაო გლოვა გამოაცხადა.