ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბეკჰემი ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშებს, რომელიც ანტარქტიდაზე გაიმართება. შეხვედრაში გიდები, მეცნიერები, მექანიკოსები და მზარეულები მიიღებენ მონაწილეობას. ისინი იუნიონის ტურისტულ ბაზაზე მუშაობენ. რა სახის საფარზე და რა პირობებში გაიმართება მატჩი, ჯერჯერობით უცნობია. ამხანაგურ შეხვედრებს იუნისეფი ყველა კონტინენტზე აწყობს. ტურნეს ფარგლებში ბეკჰემი უკვე იმყოფებოდა პაპუა-გვინეაში, ჯიბუტიში, ნეპალსა და არგენტინაში.