საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის შვილთაშვილი ნინა ხრუშჩოვა "სამარცხვინოს" უწოდებს იმას, რომ "რუსული პოლიტიკისთვის პრობლემას საქართველო წარმოადგენს".
"სამარცხვინოა ის, რომ რუსული პოლიტიკისთვის პრობლემა საქართველოა. ამის დასტურს წარმოადგენს თუნდაც ის, რომ ჩვენ თბილისში გაფრენა არ შეგვიძლია. ვფიქრობ, ასეთი საქციელით რუსეთი მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს ზიანს", - განაცხადა ნინა ხრუშჩოვამ ამერიკის სტრატეგიულ და კვლევის საერთაშორისო ცენტრში სტუმრობისას, სადაც ის ფაშიზმზე გამარჯვების თემაზე სასაუბროდ მიიწვიეს.
ნიკიტა ხრუშჩოვის შვილთაშვილმა მოსკოვი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ "გამარჯვების დღის საქართველოსთან ერთად აღნიშვნაზე რუსეთმა უარი ღიად განაცხადა".
ნინა ხრუშჩოვას შეფასებით, "სამარცხვინოა" ისიც, რომ 9 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვის ოფიციალური პირებისგან შესაბამისი მიწვევა მას, როგორც ნიკიტა ხრუშჩოვის შთამომავალს, არ მიუღია.