მორიგი ვანდალური აქტი ზიმბაბვეში. კეროლაინ ვაშაია მოიოს ნაკრძალში 22 მკვდარი სპილო იპოვნეს. გიგანტურ ცხოველებს ეშვები ჰქონდათ მოჭრილი. ვანდალიზმში ბრაკონიერები არიან ეჭვმიტანილნი, რომლებიც სპილოების მოსაწამლად სხვადასხვა ძლიერმოქმედ ქიმიურ საშუალებებს იყენებენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მათ 40-მდე სპილო მოწამლეს.