საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს და პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ შეხვედრა 23 ოქტომბერს შესთავაზა.