სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ვლადიმერ პუტინს მოსკოვში ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
"გუშინ საღამოს, მოსკოვს სამუშაო ვიზიტით სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ეწვია. გაიმართა მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ვიწრო და გაფართოვებულ ფორმატში", - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები საკმაოდ ხანგრძლივი იყო, ორი სახელმწიფოს ლიდერმა სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციაზე, "ტერორისტულ და ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაზე" და სხვა საკითხებზე იმსჯელა.
"პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სირიაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე", - აღნიშნა პესკოვმა.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, მას არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა საუბარი ბაშარ ალ-ასადის პოლიტიკურ მომავალზე.