ჯონ ლენონს ბისექსუალური მიდრეკილებები ჰქონდა. სკანდალური განცხადება ლეგენდარული მუსიკოსის მეუღლემ იოკო ონომ გააკეთა.
„ჩვენ ამის თაობაზე ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და მივედით დასკვნამდე, რომ ბისექსუალები ვიყავით, მაგრამ იმის გამო, რომ ამას საზოგადოება არ ამართლებდა, ჩვენს მეორე მხარეს ვმალავდით. რაც შეეხება გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯონს ბითლების მენეჯერ ბრაიან ეპშტეინთან რომანი ჰქონდა, არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჩემმა ქმარმა ამ ურთიერთობაზე მიამბო. ის ეპშტაინთან ურთიერთობას ისე აღწერდა, როგორც არარეალიზებულ რომანს. ბრაიანი გეი იყო, თუმცა როგორც მგონია, მათ სექსი არ ჰქონიათ,“-განაცხადა ონომ.