იმ შემთხვევაში, თუ მინსკის შეთანხმების პირობები დაცული იქნება, რუსეთს შესაძლოა სანქციები მოეხსნას. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰარვარდელ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. „უახლოეს ხანებში დავინახავთ, სრულდება თუ არა მინკში მიღწეული შეთანხმება. საუბარია ცეცხლის შეწყვეტასა და მძიმე შეიარაღების გაყვანაზე. თუ რუსეთი აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს, სანქციების რეჟიმი შეიცვლება,“-აღნიშნა ჯონ ქერიმ.