ბოინგ МН17-ის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილები სასამართლოს წინაშე რაც შეიძლება მალე უნდა წარსდგნენ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა დონბასის ტრაგედიის შესახებ ჰოლანდიური მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას დამოუკიდებელი და ობიექტური უწოდა და ნიდერლანდების უშიშროების საბჭოს ჩატარებული გამოძიებისთვის მადლობა გადაუხადა. ჰოლანდიური მხარის დასკვნით, სამგზავრო თვითმფრინავი „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარით იქნა ჩამოგდებული.