ისრაელის ხელისუფლებამ პოლიციას აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინური დასახლებების ბლოკირებისა და იზოლაციის უფლება მისცა. შესაბამისი გადაწყვეტილება ისრაელის უშიშროების საბჭომ მიიღო. უსაფრთხოების რადიკალური ზომების მიღება ისრაელის მოქალაქეებზე პალესტინელტა გახშირებულ თავდასხმებს უკავშირდება, რასაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე ებრაელი ემსხვერპლა. პოლიციას იერუსალიმის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სამხედრო პოლიციისა და არმიის შენაერთებიც დაეხმარებიან.