ბრაზილიის პრეზიდენტი ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. დილმა როუსეფის თქმით, პოლიტიკურ ოპონენტთა ბრალდებები მის მიმართ უსაფუძვლოა და მიზნად ქვეყანაში საყოველთაო სიძულვილისა და ქაოსის დათესვას ისახავს. ბრაზილიის ლიდერს ოპოზიცია სახელმწიფო სახსრების არაკანონიერ ხარჯვასა და საგადასახადო კანონების დარღვევაში ადანაშაულებს და მის იმპიჩმენტს მოითხოვს. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ქვეყანაში საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გაიმართა.