ძლიერი წვიმების შემდეგ კახეთი სეტყვამაც დააზარალა.
თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში ხეხილის, ბოსტნეულის, მარცვლოვანი კულტურისა და ვენახების თითქმის 80 % განადგურებულია.
ძლიერი სეტყვა სოფელში ნახევარ საათს გაგრძელდა. ზარალის ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია შეისწავლის.