11 და 12 მაისს, 19:45 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო, რომელიც ქორეოგრაფის დაბადებიდან 70 წლისთავს ეძღვნება. საიუბილეო საღამოსთვის შერჩეულია სხვადასხვა დროს დადგმული, სხვადასხვა სტილისა და ჟანრის ბალეტები და საბალეტო მინიატურები .
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია აღდგენილია მარინა და მარიამ ალექსიძეების მიერ. მხატვრობა ეკუთვნით გურამ მელივას, თეიმურაზ მურვანიძეს, მიხეილ მახარაძეს, ნინო ოჩიაურს.
შემსრულებელთა შორის არიან ნინო გოგუა, ვასილ ახმეტელი, ლალი კანდელაკი, დავით ანანიაშვილი, ანა მურადელი, ოთარ ხელაშვილი, ნინო ოჩიაური, მარიამ ალექსიძე, ცისია ჩოლოყაშვილი, თეონა ახობაძე, ლანა მღებრიშვილი, ნინო მახაშვილი, ანა გორგიაშვილი, ანა ალბუთაშვილი, ინა აზმაიფარაშვილი, ეკატერინე ლომინაძე, დიმიტრი ჯალაღანია და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმღვანელობით.
ბილეთები იყიდება რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სალაროში