უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობას რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა უკრაინული "ნავტოგაზისა" და რუსული "გაზპრომის" გაერთიანების პრინციპებზე.
"პირველ ყოვლისა, ეს მოულოდნელი ექსპრომტი იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ამ საკითხს უკრაინა განიხილავს და გადაწყვეტს", _ განაცხადა იანუკოვიჩმა დღეს რუსეთის პრემიერის, ვლადიმერ პუტინის წინადადების კომენტირებისას, რომელიც უკრაინული "ნავტოგაზისა" და რუსული "გაზპრომის" გაერთიანებას ეხებოდა.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ არის ძალიან ბევრი ვარიანტი უკრაინული "ნავტოგაზისა" და რუსული "გაზპრომის" თანამშრომლობის შესაძლებლობისა.
"ეს დიდი საკითხია, რომელიც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკის სიბრტყეში დევს. რაც შეეხება პოლიტიკას, მიგვაჩნია, რომ ჩვენი მთავარი პოლიტიკა ნაციონალური ინტერესების დაცვაა", _ განაცხადა იანუკოვიჩმა.