დღეს 30 ოქტომბერს, 17:00 საათზე, არტკაფე "ქარავანში" გაიმართება იტალიელი პოეტის, კლაუდიო პოცანის ლექსების ქართული თარგმანის კრებულის პრეზენტაცია (მთარგმნელი ნუნუ გელაძე).
კლაუდიო პოცანი არის პოეტი, მწერალი და მუსიკოსი, იუნესკოს "პოეზიის კომისიის" წევრი, გენუის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალისა და ტოკიოს "ევროფჯაპან ფოერთი ფესტივალის" სამხატვრო ხელმძღვანელი. 1983 წელს გენუაში დააარსა ხელოვანთა და ლიტერატორთა კულტურის ასოციაცია "დროში მოგზაურთა წრე", რომელიც საერთაშორისო ფესტივალებს აწყობს იტალიასა და საზღვარგარეთ. 2001 წელს გენუის დოჯების სასახლეში საფუძველი ჩაუყარა პოეზიის საერთაშორისო სახლს. 1990 წლიდან არის ორკესტრ "ეგზემის" დირიჟორი და კომპოზიტორი.
მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს 10 ენაზე და შეტანილია პრესტიჟულ ანთოლოგიებში.
კლაუდიო პოცანის ნაწარმოებები ქართულად თარგმნა იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მთარგმნელმა ნუნუ გელაძემ.