დღეს, 30 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ბორჯომის რაიონის სოფელ ტბაში ჩავა, სადაც კომპანია "იტერა-საქართველომ" გაზიფიცირების სამუშაო დაასრულა.
პროექტი საპრეზიდენტო პროგრამის "გაზი ყველა სოფელში" ფარგლებში განხორციელდა. ბუნებრივ აირს 130 აბონენტი მიიღებს.
სოფელ ტბის გაზიფიცირება 2009 წლის 9 სექტემბერს დაიწყო. "იტერა-საქართველომ" 2,5 კილომეტრის სიგრძის ახალი გაზგამანაწილებელი ქსელი ააშენა.
ბორჯომის რაიონში დასრულებულია სოფლების მზეთამზე (150 აბონენტი), რველის (250 აბონენტი), წაღვერის (700 აბონენტი), ვარდგინეთის (702 აბონენტი) და ახალდაბის მეორე ნაწილის (300 აბონენტი) გაზიფიცირება.
დღეისათვის კომპანია "იტერა - საქართველო" გაზმომარაგებას ბორჯომის რაიონის თითქმის ყველა სოფელში ახორციელებს.