კარდენახის მოსახლება სოფელში გეოლოგების ჩასვლას ითხოვს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 4 მაისს მოსულმა წვიმამ მოსახლეობა კიდევ უფრო დაზარალა და მეწყერის კიდევ ჩამოწოლის საშიშროებაც გაზარდა, რომელიც საფრთხეს ოთხ ოჯახს უქმნის.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კი განმარტავენ, რომ პრობლემის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლებიც მეწყერის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლიან და სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს დაითვლიან.