დღეს, 6 მაისს, მობილური ოპერატორი კომპანია "ბილაინი~ ბათუმში ჯგუფ "ფრანის" კონცერტს გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ "ბილაინიდან~ აცნობეს, კონცერტი ბათუმის უნივერსიტეტის წინ 21:00 საათზე დაიწყება.
"ფრანის~ კონცერტი საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილია ახალი მუსკალური ნომრების წარდგენაც. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
"ბილაინის~ სახელით მთელს საქართველოს, განსაკუთრებით აჭარის მოსახლეობას გვინდა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცოთ. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ეს საჩუქარი გაახარებს, როგორც ბათუმის მცხოვრებლებს, ისე ქალაქის სტუმრებს~, - განაცხადა `ბილაინის~ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ.