კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაი ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ასევე, ელჩი ავღანეთში დაჭრილ 43-ე ბატალიონის სერჟანტს პაატა როსტობაიას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ნატოს სახელით მინდა მივუსამძიმრო ავღანეთში, ნატოს მისიაში მონაწილე დაღუპული ახალგაზრდის ახლობლებს. მინდა ასევე სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვო მეორე, დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს.
როგორც გენერალურმა მდივანმა საქართველში მისი სტუმრობისას განაცხადა, ნატო მადლობელია საქართველოს მიერ ავღანეთში, ნატოს საერთო მიზნებისათვის შეტანილი წვლილის და პატივს მივაგებთ იმ მეომრებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ამ ოპერაციას”, - აცხადებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაი
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილი დაიღუპა.
პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია. 43-ე ბატალიონის მთავარი სამხედრო ექიმის განცხადებით, სერჟანტ პაატა როსტობაიას მდგომარეობა სტაბილურია.