"ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატ ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, სკოლა-ლიცეუმ "ენკას" შენობაში პარალელურად სტრიპტიზ კლუბი "Show Girl Divas" ფუნქციონირებს.
"მსგავსი ამაზრზენი ფაქტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა", - განაცხადა ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მერობის კანდიდატის განმარტებით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქში "ასეთი უმსგავსოება აღარ მოხდება".
"ეროვნული საბჭოს" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არ დაფინანსდება არც ჰომოსექსუალების აღლუმი თბილისში და არც სატანისტური ჰელოუნი, რასაც არსებული ხელისუფლება აპირებდა", - განმარტა ძიძიგურმა.