ოსმა სეპარატისტებმა საქართველოს დაკავებული 5 მოქალაქე გაათავისუფლეს. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, "სამხრეთ ოსეთის სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დამრღვევები გაძევებულ იქნენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან". ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა გააკეთა.
"იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულებმა ბრალი აღიარეს, ცხინვალის რიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰუმანურია. 1956 წელს დაბადებული თამაზ ხარაზიშვილი, 1968 წელს დაბადებული გენადი ხარაზიშვილი, 1971 წელს დაბადებული რობიზონ ხარაზიშვილი, 1971 წელს დაბადებული ტარიელ ჯერანოვი და 1975 წელს დაბადებული ფრიდონ ჯერანოვი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევეს", _ განაცხადა ჩოჩიევმა.