ფესტივალი "ქართული სულის" ფარგლებში დღეს გალერია "ჰობში" თენგიზ (ჩუბჩიკა) მირზაშვილის ნახატების გამოფენა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, "ქართული სულის" ფარგლებში ასევე 7 მაისს, "აკაკი _ 170 წლისთავი" აკაკის ლექსებზე შექმნილი სიმღერებისა და პოეზიის საღამო მოეწყობა. 12 მაისს, კი ქართული სიმღერის საღამო "ქართულ ხმების" უფროსი, ახალგაზრდა და პატარა თაობების, თბილისის "ბიგ ბენდის", ქართული ესტრადის ცნობილი ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება. კონცერტის ბოლოს კი ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში გაწეული წვლილისათვის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
ამასთან, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში 25 მაისს ბალეტისა "შეჰერეზადა" პრემიერა გაიმართება, რომელშიც ქართველი პრიმა-ბალერინა ირმა ნიორაძე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 28 მაისს "ივენთ ჰოლში" დავით გომართელის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.