ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, წუხელ სვანეთში სპეცოპერაცია პოლიტიკური ნიშნით ჩატარდა და პარლამენტს დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვს. ამის შესახებ განცხადება ბაღათურიამ დღეს სესიაზე გააკეთა.
როგორც მან განაცხადა, წუხელ, სვანეთში, კონკრეტულად მესტიაში სპეცნაზმა უკანონო დაკავებები განახორციელა და დააკავეს სამი პირი, რომლებიც ოპოზიციის მხროდან ადგილობრივი თვითმმართვეკლობსი არჩევნებში კანდიდატებად მონაწილეობენ.
ამ სამი დაკავებულიდან კი, მისი ინფორმაციით, ნიგულიანი ნუგზარი აიძულეს, უარი ეთქვა კანიდატურის დაყენებაზე.
სწორედ ამიტომ იგი პარლამენტისგან დაუყოვნელივ რეაგირებას ითხოვს.
`დაუყოვნებლივ მოვითხოვ პარლამენტისა და ინეტრაფრქციული ჯგუფისგან რეაგირებას. გუშინ სვანეთში იყო დიდი დაძაბულობა. მერადმენედ ცდილობს ხელისუფლება ასეთ უპატიცემულო შეტევებს სვანეთზე," - აცხადებს ბაღათურია.
აღსანიშნავია, რომ ბაღათურიას ამ განცხადებას არჩევნების მონიტორინგისთვის შექმნილი პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი გურა ჩახვაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას თავადაც ფლობს. თუმცა, პოლიტიკურ ძალებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდონ ინტერფრაქციულ ჯგუფს, რათა მოხდეს გადამოწმება.
აღნიშნულ საკითხს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ინტერფაქციული ჯგუფი დეტალებით უნდა დაინტერესდეს და საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდოს.
მისი თქმით, თუ იყო რაიმე არასწორი სახის ჩარევა სამართალდამცველების მხრიდან, ამას რეაგირება უნდა მოჰყვეს და თუ ჩვეულებრივი სპეცოპერაცია იყო, საზოგადოებამ ამის შესახებაც იცოდეს.
მიუხედავად ამისა, ბაქრაძე მაინც ეჭვობს, რომ კრიმინალები პოლიტიკაში მოსვლით ცდილობენ ხელშეუხებლობის გარანტიის მოპოვებას და სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას სიაში ჰყავს ისეთი ადამინები, რომლებიც არჩევნებით ცდილობენ კრიმინალური ავტორიტეტის დაბრუნებას.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ლაშა თორდია კი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ოპოზიციას მოუწოდებს, ერთად ჩავიდნენ მესტიაში და ადგილზე გაეცნონ იქ შექმნილ ვითარებას.