საქართველოსა და უკრაინას შორის ტვირთების გადაადგილება გამარტივებული ფორმით მოხდება
საქართველოსა და უკრაინას შორის ტვირთების გადაადგილება გამარტივებული ფორმით მოხდება, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას და გაზრდას შეუწყობს ხელს. ამის წინაპირობა კი იქნება ორ ქვეყანას შორის დღეს გაფორმებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და უკრაინას შორის სახელწმიფო საზღვარზე გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებები და საქონლის შესახებ ინფორმაციის გაცვლა გახდება შესაძლებელი.
"ამ დოკუმენტის გაფორმება და საერთოდ პროექტის ამოქმედება ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, რაც სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ტვირთების გადაადგილებას შეუწყობს ხელს. ამიერიდან, როდესაც უკრაინიდან წამოვა ტვირთი უკრაინის საბაჟო ვალდებული იქნება ოპერატიული ინფორმაცია მოაწოდოს საქართველოს საბაჟოს იმ ტვირთების რაოდენობისა და ღირებულების შესახებ, რომელიც უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით წამოვიდა. ანალოგიურად, საქართველოს მთავრობაც ვალდებული იქნება შესაბამისი ინფორმაცია საქართველოდან გასულ ტვირთებზე მიაწოდოს უკრაინის საბაჭოს", - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ.
უკრაინასა და საქართველოს შორის "უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგიულებული სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის შესახებ წინასწარი ინფორმაციის გაცვლის ორგანიზების თაობაზე დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომელიც სუამის წვერი სახელმწიფოების ვაჭრობისა და ტრანსპორტის ხელშეწყობის პროექტის მმართველი კომიტეტის XI სხდომაზე გაფორმდა. შეხვედრაში, რომელიც სასტუმრო რედისონში გაიმართა საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღავნელები მონაწილეობდნენ.
სუამის წევრ სახელმწიფოთა შორის ხელი შეეწყობა საერთაშოროისო გადაზიდვების განხორციელებას და საგარეო ეკონომიკური ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობას, რაზეც ამიერიდან სუამის წევრი ქვეყნები იმუშავებენ. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობს ისეთ საკითხებში როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, გამარტივებული პროცედურების უზრუნველყოფა, ბიზნესსექტორიასთვის. ანალოგიური ხელშეკრულება შემოსავლების სამსახურსა და მოლდოვას საბაჟო დეპარტამენტს შორის ნოემბრის თვის ბოლომდე გაფორმდება.