დღეს, 4 მაისს, ფილარმონიის წინ პოეტ გიზო ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნება. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გიზო ნიშნიანიძის ცხოვრების და შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო - "პაემანი ვერაზე" გაიმართება.
როგორც პროექტის ავტორი დავით ოქიტაშვილი აცხადებს, ეს არის 30 წლის წინანდელი ლეგენდარული საღამოს ახალი რედაქცია და იგი 30 წლის წინანდელ კონცერტში მონაწილე თბილისელ კოლორიტებს მიეძღვნება.
პროექტში მონაწილეობენ მსახიობები, მოცეკვავეები, მწერლები, პოეტები და მომღერლები. საღამოს დასრულების შემდეგ, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის შესასვლელთან გიზო ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნება.