ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 65 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე საბჭოთა და ნაცისტური სიმბოლიკების გამოყენება მკაცრად აიკრძალა. პირები, რომლებიც მსვლელობისას მსგავს სიმბოლიკებს მაინც გამოიყენებენ, პასუხისგებაში მიეცემიან. ამის შესახებ პოლიციის კომუნიკაციების დეპარატმენტის ხელმძღვანელის მოადგილემ რამუნას მატონისმა განაცხადა.
9 მაისს ვილნიუსში საზეიმო მსვლელობები და ანტაკალნსკის სასფლაოზე ღონისძიებების გამართვა იგეგმება.