დღეს, 3 მაისს, 13:00 საათზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროში, ეროვნულ კინოცენტრსა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, დოკუმენტს ხელს მოაწერენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი.
მემორანდუმი ითვალისწინებს კინოცენტრს და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას.
ორ უწყებას შორის პარტნიორობა გულისხმობს მთელი წლის განმავლობაში ერთობლივ პროექტებზე მუშაობას - უცხოელი სპეციალისტების მასტერკლასების ერთობლივად ჩატარებას, სტუდენტური ფილმების ჩვენებებს რეგიონებში, სახელმძღვანელოების გამოცემას, სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ "ამირანი"-ს ორგანიზებას და ა. შ.