ინგლისის პრემიერ-ლიგის წინა ორი სეზონის გამარჯვებულების, მანჩესტერ სიტისა და ჩელსის დაპირისპირება ეტიჰადის სტადიონზე მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. სიტიმ ჩელსის 3 უპასუხო გოლი გაუტანა. შეხვედრის პირველ ნახევარში მანჩესტერელთა ფორვარდმა სერხიო აგუერომ 4 ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. მოედნიდან გაძევებული მეკარის ნაცვლათ კარში ჩამდგარმა ასმირ ბეგოვიჩმა არაჩვეულებრივი რეაქცია გამოიჩინა და ოთხივე ბურთი მოიგერია. საბოლოოდ აგუერომ ჩელსის კარში მაინც შეაგდო, რასაც კომპანის და ფერნანდინიოს გოლები მოჰყვა.