მეორე მსოფლიო ომში იაპონიის არმიის ქმედებების გამო თაობებმა ბოდიში არ უნდა იხადონ. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა. „ისტორია მძიმეა. მძიმეა ის დანაკარგიც, რაც იაპონიამ მეზობელ აზიის ქვეყნებს მიაყენა, თუმცა ისტორიას ვერ შეცვლი. ამ ომში ასობით ათასი ჩვენი თანამემამულეც დაიღუპა. იაპონიამ წარსულისგან მწარე გაკვეთილი მიიღო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მომავალი თაობები მუდმივად ბოდიშს იხდიდნენ იმის გამო, რაც წარსულში მოხდა,“-აღნიშნა აბემ.