"მისასალმებელია, როცა მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს უსწრებს", - ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" "Freedom House"-ის მიერ მედიის თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებული კვლევის კომენტირებისას განუცხადა.
"Freedom House "-ის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაში საქართველოში მედიის თავისუფლება გარკვეულწილად ობიექტურადაა შეფასებული. 2009 წლის შედეგებით, საქართველო "ნახევრად თავისუფალ ქვეყნადაა" მიჩნეული, ისევე როგორც უკრაინა. პირველ რიგში, თავისუფლებაში, ალბათ, პრესა მოიაზრება. რაც შეეხება სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს, მათ შორის რუსეთსაც ორგანიზაცია ცალსახად აღნიშნავს, რომ იქ პრესა თავისუფალი არა არის", - აღნიშნა ჩიტაძემ.
მისი შეფასებით, მისასალმებელია, როცა საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, გარდა ბალტისპირეთის ქვეყნებისა წინ უსწრებს.
შეგახსენებთ, რომ "Freedom House "-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში საქართველომ მედიის თავისუფლების კუთხით 126-ე დაიკავა.