100 დღის განმავლობაში ოდესის საბაჟოზე კონტრაბანდის ხვრელები გადაიკეტება. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, ოდესისა და ილიჩევსკის პორტებში ახალი საბაჟო ზონები გაიხსნება, საიდანაც მებაჟეებისა და მესაზღვრეების გარდა ყველა სხვა საეჭვო სამსახურის თანამშრომლებს დაითხოვენ. მისივე განცხადებით, საბაჟო მომსახურება და ტვირთების გაფორმება 15 წუთში იქნება შესაძლებელი, ტვირთების შემადგენლობას კი საბაჟოების განახლებული შემადგენლობა განახორციელებს.