დღეს, 30 აპრილის, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ქართული ტრადიციული ხელსაწყოების _ ხელეჩოს, ფეხეჩოსა და დრანდას გამოყენებით, დარბაზული სახლის _ გიორგიწმინდას სახურავის აღდგენითი სამუშაო დასრულება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, იუნესკოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის ერთობლივი პროექტი "გ. ჩიტაიას სახელობის ღია ცის ქვეშ მუზეუმის რეაბილიტაცია" - II ეტაპი 2009 წელს დაიწყო.
პროექტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულ ტრადიციულ საცხოვრებელ სახლებზე, უძველესი ხელსაწყოებისა და ტრადიციული მეთოდების გამოყენებით, გადაუდებელი დაცვითი და შემდგომ აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს.
პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდიდან ფინანსდება.
დარბაზული სახლის გიორგიწმინდას სახურავის აღდგენითი სამუშაოს დასრულების პრეზენტაცია 30 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება.