უნგრეთი საზღვრების დაცვას აძლიერებს. ქვეყნის პარლამენტმა მხარი ხელისუფლების ახალ ინიციატივას დაუჭირა, რომელიც სასაზღვრო ზოლზე ბარიერის მშენებლობას ითვალისწინებს. უნგრეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დამცავი კედლით ქვეყანაში არალეგალ მიგრანტთა შედინებას შეაჩერებს. ამის გამო ბუდაპეშტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების კრიტიკის ობიექტი არაერთგზის გახდა.