სირიაში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეფ დევისმა განაცხადა. მისივე თქმით, ტაჰარ ალ ავნი ალ ჰარზი კოალიციის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშს ემსხვერპლა. ალ-ჰარზიზე ვაშინგტონს ჯილდოს სახით 3 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.