ამერიკელმა მეცნიერებმა ჰიპოთალამუსში აღმოაჩინეს ცილების ურთიერთქმედების სისტემა, რომელიც ორგანიზმის დაბერებას უკავშირდება. ალბერტ ეინშტეინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის ექიმების ნამუშევარი გამოქვეყნებულია.
აღმოჩნდა, რომ ჰიპოთალამუსი- ტვინის არეალი, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმის მეტაბოლიზმს და რეპროდუქციას - იწყებს დაბერების პროცესს.
ყოველივე ფიზიოლოგმა დონშენ ცაიმ და მისმა კოლეგებმა გამოარკვია NF-კB ტრანსკრიპციის ფაქტორის აქტივობის ცვლილებებზე დაკვირვებით ,რომელიც აკონტროლებს იმუნური პასუხის გენის ექსპრესიას, აპოპტოზს და უჯრედის ციკლს.
ეს ცილა აქტიურდება სტრესის ისეთი ფორმის საპასუხოდ, როგორიცაა ჟანგბადის რეაქტიული ფორმა ან ულტრაიისფერი ზემოქმედება და დაკავშირებულია ანთებით და აუტოიმუნურ რეაქციასთან.
ცაიმ და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ მოხუც თაგვებში ჰიპოთალამუსში NF-კB- აქტიურობა გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ახალგაზრდებში.
იმის დასადგენად, დაკავშირებულია თუ არა ტრანსკიპციის ეს ფაქტორი ორგანიზმის სრულ დაბერებასთან , მეცნიერებმა ჩაატარეს მთელი რიგი ექსპერიმენტები: ისინი თაგვების მიკროგლიის ( ცენტრალური ნერვული სისტემის დამხმარე უჯრედები, რომლებიც ანადგურებენ ინფექციურ აგენტებს) უჯრედებში აშხაპუნებდნენ NF-კB აქტივატორს და ინჰიბირატორს.
მღრნელებს, რომელთაც მიიღეს ტრანსკრიპციის ფაქტორის იჰიბირატორის ინექცია გაცილებით დიდხანს ცხოვრობდნენ და ნაკლებად აჩვენებდნენ კოგნიტიური ფუნქციის და ფიზიკური აქტივობის შემცირებას, ვიდრე საკონტროლო ჯგუფი. ცხოველები, რომელთაც მიიღეს NF-კB, აქტივატორის ინექცია, პირიქით სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლები იყო და ნაადრევად დაეწყოთ სიბერის ნიშნები-კანის ჭკნობა, ძვლის მასის შემცირება და დაუძლურება.
ლაბორატორიული ცხოველების კიდევ ერთმა ჯგუფმა როგორც "სიბერის წინააღმდეგ წამალი" მიიღო ცილის ინექცია, რომელიც თრგუნავს IKK კინაზის წარმოებას, რომელიც თავის მხრივ NF-კB -ს ააქტიურებს. ასეთი თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 23%-ით გაიზარდა, ხოლო მაქსიმალური 20%-ით.
"ჩვენ მივიღეთ მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებულება იმისა, რომ ორგანიზმის დაბერების პროცესზე გავლენას ახდენს გარკვეული ქსოვილები", - განმარტა ექიმმა ცაიმ.
ავტორების აზრით მათი ექსპერიმენტი მომავალში დაეხმარებათ მიიღონ წამალი, რომელიც შეანელებს დაბერების პროცესს და ისეთი დაავადების წარმოქმნას როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება.