დღეს, თბილისის ისტორიის მუზეუმში ქართულ-ჰოლანდიურ გამოფენა "საზღვრებს მიღმა" გახსნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ჰოლანდიელ ხელოვანთა შემოქმედებასთან ერთად, ექსპოზიციაზე იმ ქართველი მხატვრების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, რომელთაც რეგულარული კავშირი აქვთ ნიდერლანდებთან.
გამოფენა საზოგადოებრივი დისკუსიებით გაიხსნება, სადაც მოწვეულები არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის სასულიერო პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები და იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა საზოგადოების წარმომადგენლები.
ნიდერლანდების მხრიდან, გამოფენაში მონაწილეობას 5 ხელოვანი -Kკრისტინა ვაუდო, ელს ვან ტეეფელენი, კარინ ოპელანდი, მაიკე ვან დალენი და მედეა ჯაფარიძე იღებს, ხოლო საქართველოს მხრიდან კი - კოტე სულაბერიძე/ნინო ჭილაშვილი, კოტე ჯინჭარაძე, გეგა ქუთათელაძე, კახა ჩხატარაიშვილი, გოჩა გოძიაშვილი.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი და ჰოლანდიის საელჩო საქართველოში.
გამოფენა დღეს, 17:00 საათზე გაიხსნება და 5 მაისამდე გაგრძელდება.