აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა პირველი წაკითხვით მიიღო კანონპროექტი "აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ".
პროექტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის სიავუშ ნოვზუროვის განცხადებით, აღნიშნული კანონი განსაზღვრავს სამშვიდობო ოპერაციებში ქვეყნის მონაწილეობის წესებს, რომელიც უკავშირდება ლოკალური და რეგიონალური კონფლიქტების აღკვეთას დარეგულირებასა და გადაწყვეტას.
"პროექტზე დადებითი დასკვნები წარადგინეს შესაბამისმა უწყებებმა და კანონის მიღების შემდეგ ჩვენ სამხედრეობსა და ოფიცრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო ოპერაციებში, რომელიც ამ დოკუმენტით დარეგულირდება", - განაცხადა სიავუშ ნოვზუროვმა.
მისივე თქმით, ამ დრომდე აზერბაიჯანელი სამშვიდობოების მონაწილეობა კოსოვოს ავღანეთისა და ერაყის ოპერაციებში ხორციელდებოდა ორმხრივი სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე.