თბილისში, ვაზისუბანში სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე. ინფორმაცია თავდაპირველად IPN.GE-მ გაავრცელა.