სტამბოლში გამართული შეხვედრის დროს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეთანხმდნენ უსაფრთხოების სფეროშ თანამშრომლობის ი ახალ ნაბიჯებზე, განსაკუთრებით უკრაინული ექსპერტიზის, ტექნოლოგიებისა და გამოცდილების კუთხით.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განაცხადა.
პრეზიდენტებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.
„შევთანხმდით უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე. ეს, პირველ რიგში, ეხება იმ საკითხებს, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია თურქეთის მხარდასაჭერად: ექსპერტიზა, ტექნოლოგია და გამოცდილება.
არსებობს ერთად მუშაობის ფუნდამენტური პოლიტიკური მზაობა და ჩვენი გუნდები დეტალებს უახლოეს დღეებში დაასრულებენ. ჩვენ განვიხილეთ გაზის ინფრასტრუქტურის განვითარების ერთობლივი პროექტების განხორციელების პრაქტიკული ნაბიჯები, ასევე გაზის საბადოების ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკი სტამბოლში დღეს ჩავიდა.