სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრების საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტს ადასტურებს. თუმცა ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში უწყების პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ არიან თუ არა მსჯავრდებულები დაჭრილები.
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახური აღნიშშნულ ფაქტთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში განცხადებას გაავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, წუხელ სამი მსჯავრდებული კლინიკა ,,ლანცეტში” გადაიყვანეს და ისინი, სავარაუდოდ, დაჭრილები არიან.