საქართველოს 16 მოქალაქის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ქართული მხარე ოსი სეპარატიოსტებისაგან პასუხს ამ დრომდე ელოდება.
გატაცების ადგილზე გუშინ ქართული, რუსული და ოსური მხარის შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ გატაცებულებს ქართულ მხარეს 19:00 საათზე გადასცემდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
ცხინვალის იზოლატორში რჩება ქარელის რაიონიდან გატაცებული ხუთი ქართველიც ისინი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა შეიარაღებულმა პირებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობას სწრაფი რეაგირებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. სეპარატისტთა ლიდერები კი აცხადებენ, რომ დაკავებულების გათავისუფლება მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია.