"ქრისტიან-დემოკრატების" წევრის გიორგი ახვლედიანის შეფასებით, გია ჭანტურიას დამსახურებაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აგრესიული პოლიტიკის შედეგად რუსული ტანკები თბილისში არ არიან.
აღნიშნული განცხადება გიორგი ახვლედიანმა დღეს პარლამენტში სესიაზე განცხადა, სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.
"სააკაშვილი პრესას არ ეცნობა და ამას თავადაც აღარ მალავს, თუმცა როგორც ჩანს, იგი ტელევიზიებსაც არ უყურებს. რატომ დაავიწყდა პრეზიდენტს, რომ თავად იყო იმ პარლამენტში, როდესაც ჭანტურია ხელშეკრულებებს აფორმებდა. გასაგებია რომ პრეზიდენტი ამ განცხადებებს პირა კამპანიისთვის იყენებს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ სწორედ ჭანტურიას დამსახურებაა ნაციონალური მოძრაობის აგრესიული პოლიტიკის შედეგად რუსული ტანკები თბილისში, რომ არ არიან. კრემლს ხელი სწორედ ჭანტურიას მიერ გაყვანილმა ნავთობსადენმა შეუშალა", - აცხადებს გიორგი ახვლედიანი.
ამასთან, ახვლედიანმა უმრავლესობის წევრებს მოუწოდა პრესას გაეცნონ, მათი მერობის კანდიდატის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებს და დოკუმენტებს გადახედონ და ინფორმაცია პრეზიდენტსაც მიაწოდონ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ მერობის პოსტზე გია ჭანტურია იქნება არჩეული ქვეყანაში ელექტროენერგიისა და გაზის დეფიციტი მართლაც შეიქმნება.