ყოფილი მერობის კანდიდატის ნიკა მელიას აზრით, მეწყერის ჩამოსვლის შემდეგ საკმაოდ დრო იყო იმისათვის, რომ ხელისუფლებას მოეხდინა მსხვერპლის მინიმალიზება. ამის შესახებ მან „არჩევანში“ განაცხადა.
„როდესაც ახალდაბაში მოხდა მთის ჩამოშლა ვიღაცას ხელისუფლებაში პასუხისმგებელ ადამიანს უნდა მიეღო გადაწყვეტილება და გადაეკეტა ავტომაგისტრალი, სადაც დატრიალდა ეს ტრაგედია; სვანიძის ქუჩა უნდა დაქვემდებარებულიყო ევაკუაციას. <...> მეწყერი რომ ჩამოიშალა, ის 5 წუთში კი არ აღმოჩნდა ვერის ხეობაში. ეს 2 საათის შემდეგ მოხდა, იმიტომ რომ იქ დაგუბდა წყალი, მოხდა კაშხალის წარმოქმნა, და ეს უნდა გაეთვალა ხელისუფლებას. საკმარისი დრო ჰქონდათ, - განაცხადა მელიამ და დაამატა: აქ პრობლემა იყო ორგანიზებაში და კოორდინაციაში.“