სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თბილისში კატასტროფის გამომწვევის მიზეზების შესწავლის აუცილებლობას ხედავს. როგორც მან “არჩევანში“ განაცხადა ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას უნდა იყოს გათვალისწინებული ბუნებრივი გარემოს ზემოქმედება.
„თუნდაც ამ ტრაგედიამ უნდა გამოგვაფხიზლოს. უნდა მოხდეს სახელმწიფო პოზიციის შეცვლა და გარემოს დაცვის საკითხები უნდა იყოს სერიოზულად აღთქმული. ხელსუფლების ცვლილების შემდეგ არ მომხდარა რადიკალური ცვლილება გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებაში. <...> ჩნდება კითხვები, მსგავსი ინფრასტუქტურული პროექტების განხორციელებისას, რამდენად იყო გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხები, ხომ არ იყო იგნორირებული ეს საკითხები ზოგადად, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და დაამატა: ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთი შეტყობინება გავავრცელეთ იგივე გიგანტურ ჰეს-ების მშენებლობებთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ აუცილებელი არის მთელი რიგი საკითხების გათვალისწინება, სანამ დაიწყება მშენებლობა.“