დავით ნარმანია ამტკიცებს, რომ მერიაში არ შემოსულა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ღვარცოფით გამოწვეული წყალდიდობის მასშტაბები საჭიროებდა მოსახლეობის ევაკუაციას. ამის შესახებ მერმა „არჩევანში“ განაცხადა.
„ჩვენთან რაიმე სიგნალი, რომ რაღაცა გადაუდებელი ღონისძიება იყო საჭირო მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით, არ შემოსულა. ეს უპრეცენდენტო შემთხვევა იყო გამომდინარე იქიდან, რომ 20 წუთის ინტერვალში, წყლის დონემ მოიმატა 4 მეტრით და შეუძლებელი გახდა ადამიანების სახლებიდან გამოსვლა. <...> ვინაიდან ძალიან მოკლე დროში მოვიდა უხვი ნალექი, ვერ მოხერხდა მოსახლეობის გაფრთხილება.
ამასთანავე თბილისის მერი გამოძიების აუცილებლობას ხედავს და აღნიშნავს, რომ „თავის დროზე ცუდად გაკეთებულმა საინჟინრო გატაწყვეტილებამ ვერ გაატარა წყლის მოცულობა“.
„უხვი ნალექის შედეგად თავის დროზე ცუდად გაკეთებულმა საინჟინრო გატაწყვეტილებამ ვერ გაატარა წყლის ეს მოცულობა და ამიტომაც უნდა იყოს გამოძიებული, თუ რატომ გაკეთდა თავის დროზე ეს პროექტი და რატომ არ დაუჯერეს ექსპერტებს და სპეციალისტებს“, - აღნიშნა ნარმანიამ.